გრავიოლა

რა არის გრავიოლა, გრავიოლას მოქმედების მექანიზმი, რომელი დაავადებების დროს გამოიყენება გრავიოლა

დაწვრილებით

კარდიოლოგია

კონსულტაციები, გაიდლაინები, კითხვა-პასუხი, სამკურნალო საშუალებები...

დაწვრილებით

ონკოლოგია

სიახლეები, ალტერნატიული მკურნალობის საშუალებები, რჩევები...

დაწვრილებით

პრეპარატები

გრავიოლა/გუანაბანა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინები/მინერალები, სტრესი და ნერვული სისტემა, გულის და სისხლძარღვები, ათეროსკლეროზი, ქალის ჯანმრთელობა

დაწვრილებით

ჰიპერკალიემია

ჰიპერკალიემია 

ჰიპერკალემია

კითხვები კარდიოლოგს:

კითხვა: ბატონო დავით ვარ 67 წლის, 10 წელია მაქვს მაღალი წნევა, მაწუხებდა თირკმელები, ბოლო ხანებში ვიღებ კორენიტეკს, რომლის შედეგადაც წნევა ნორმალური გახდა მაგრამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვიცდი საერთო სისუსტეს, კუნთების მოდუნებას   გადავიღე კარდიოგრამა. ექიმმა მითხრა გულის ბლოკადაა ქრონიკული, და არაფერი არა უნდაო, სისუსტე მაგნიტური დღეების ბრალიაო. სისუსტე არ გამდის გუშინ გულის რევის შეგრძნებაც დამეწყო. იქნებ მითხრათ რისის ბრალი შეიძლება იყოს ეს და როგორ ვიმკურნალო?>>>

პასუხი: გამარჯობათ ბატონო კოტე. ეკგ–ზე ჰისის კონის ფეხის ბლოკადა კი არის გამოხატული მაგრამ მის გარდა აქ ჩანს  QT ინტერვალის გახანგრძლივება, წვეტიანი და გაფართოებული   T კბილები, P კბილი არ ჩანს და სადაც ჩანს PR ინტერვალი გახანგრძლივებულია, QRS  კომპლექს უცნაური ფორმა აქვს, ყველაფერი ეს თქვენ ჩივილებთან  ერთად (სისუსტე, კიდურების მოდუნება, პირღებინების შეგრძნება) მიუთითებს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზულად გამოხატული ჰიპერკალემია, ანუ კალიუმის ჭარბი დაგროვება სისხლში. რაც დიდი ალბათობით გამოწვეულია თირკმლის უკმარისობით (ანამნეზში თქვენ ახსენეთ რომ გაწუხებდათ თირკმელები). ამ დრო არ შეიძლება აგფ ინჰიბიტორების (კორენიტეკის) მიღება არტერიული წნევის დასარეგულირებლად, რადგან ზრდის კალიუმის რაოდენობას სისხლში. უნდა გითხრათ რომ ეს მდგომარეობა სახიფათოა სიცოცხლისთვის, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს გულის გაჩერება. ჩემი რჩევაა შეწყვიტოთ კორენიტეკის მიღება და სასწრაფოდ გამოიკვლიოთ კალიუმის და საერთოდ ელექტროლიტების რაოდენობა სისხლში, მიიღოთ კარდიოლოგის და ნეფროლოგის კონსულტაცია. გისურვებთ გამოჯანმრთელებას.

დოქტორი დავით მალიძე

 

ვირუსული პერიკარდიტი

ვირუსული პერიკარდიტი

ვირუსული პერიკარდიტი

კარდიოლოგ დავით მალიძეს.  ბატონო დავით ვარ 25 წლის. 1 თვის წინ დმისვეს დიაგნოზი – ვირუსული    პერიკარდიტი, მქონდა მუდმივი სუსტი ტკივილი გულმკერდის მარცხენა მხარეს,  როგორც სიარულის ასევე მოსვენების დროს. ჩემმა ექიმმა პირველად გამომიწერა   იბუპროფენი 600 მგ 3–ჯერ დღეში. მე ვიღებდი მას 15 დღის განმავლობაში,  მაგრამ მას არ ჰქონდა არავითარი ეფექტი. შემდეგ მან გამომიწერა ნატრიუმის  დიკლოფენაკი 50 მგ დღეში 3–ჯერ. მას ვიღებ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რის  შემდეგ,  დღე აღარ მაქვს არავითარი ტკივილი მოსვენების მდგომარეობაში,  მაგრამ სიარულისას უფრო მეტი ტკივილი მაქვს გულის მიდამოში.

ტკივილი მაქვს  აგრეთვე გულმკერდის მარცხენა მხრეს და მარცხენა მხარში, ხელთან ახლოს და მარცხენა კოჭის ვენებში. ახლა ორივე ხელზე გამოხატული მაქვს ლურჯი ხაზები (განსაკუთრებით ნებებზე). ეს ფერი უფრო მუქდება სიარულიასას. თუ ცოტას დავდივარ–რამდენიმე მეტრს, მაშინ ტკივილი მოსვენებისას მიწყნარდება სადღაც 15 წუთის შემდეგ, ხოლო თუ 10 წუთზე მეტს დავდივარ მაშინ ტკივილი მთელი დღე გრძელდება, მოსვენების პერიოდშიც კი.

გთხოვთ მითხრათ, რა უნდა გავაკეთო?? რამდენ ხანში მომ მომირჩება ყველაფერი? მანანა>>>

გამარჯობათ მანანა!

თქვენი ისტორიიდან  აშკარაა, რომ გაქვთ პერიკარდიტი.  ვირუსული პერიკარდიტი ან იდიოპათური პერიკარდიტი წესით გრძელდება 6 კვირამდე. ტკივილი პერიკარდიტის ერთ ერთი წამყვანი სიმპტომია და ჩვეულებრივად კარგად ექვემდებარება  არა სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (NSAID), განსკუთრებით იბოპრუფენს. ძლიერი ტკივილი, რომელიც არ ემორჩილება  NSAID–ებს, საჭიროებს ოპოიდებს, როგორიცაა მორფინი ან კორტიკოსტეროიდებს, როგორიცაა მაგალითად, პრედნიზოლონი.  პრედნიზოლონი თავის თავად არ წარმოადგენს ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატს,  მაგრამ ამცირებს ტკივილს ანთების საწინაღმდეგი ძლიერი მოქმედებით.
ერთი კვირის განმავლობაში იბუპროფენის უმოქმედობა (მაგალითად ცხელების გაგრძელება, საერთო მდგომარეობის გაუარესება, ტკივილის გაგრძელება ან ახალი პერიკარდიული გამონაჟონი) შეიძლება მიუთითებდეს, რომ პერიკარდიტის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა, ვიდრე ვირუსული ან იდიოპათიკური (როდესაც მიზეზი უცნობია). ტკივილი რომელიც გრძელდება ერთ კვირაზე მეტს (NSAID–ზე ყოფნისას) მიუთითებს ძლიერ პერიკარდიტზე.

ლურჯი ხაზები რომელიც თქვენ აღნიშნეთ ხელებზე, საეჭვოა იმით, რომ განვითარდა მწვავე თრომბოფლებიტი. ამიტომ გირჩევთ რომ სასწრაფოდ მიმართოთ თქვენს ექიმს საკონსულტაციოთ და ჩაიტაროთ შესაბამისი კვლევები.

გისურვებთ გამოჯანმრთელებას

კარდიოლოგი დავით მალიძე

ამ მისამართზე არის კავშირის ფორმა კარდიოლოგთა დისტანციური კონსულტაციების მისაღებადhttp://www.medgeo.net/2013/12/07/consultaciebi-24/

ფალოს ტეტრადის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა

ფალოს ტეტრადის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა

ფალოს ტეტრადა, დაუნის სინდრომი

კარდიოლოგ დავით მალიძეს. ვარ 26 წელს დავიბადე ფალოს ტეტრადით, 4 ხვრელით გულის კედლებში. მე ჩამიტარეს ამ ხვრელების აღდგენის ოპერაცია, როდესც ვიყავი 1 წლის. ბატონო დავით მაინტერესებს ჩემნაირი პაციენტების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა?>>>

გამარჯობათ გურამ, იმ პირების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა რომლებსაც ჩაუტარდა ფალოს ტეტრადის აღდგენითი წარმატებული ოპერაცია, თითქმის იგივეა, როგორიც საერთო პოპულციის „ ნორმალური“ პირების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ერთ ხანგრძლივად მიმდინარე კვლევაში რომელიც ჩატარდა 814 პაციენტზე , რომლებსც ჰქონდათ ჩატარებული ფალოს ტეტრადის სრული აღდგენითი ოპერაცია–ცოცხლად დარჩენილი პაციენტების პროცენტულობა ნაწილდებოდა შემდეგნაირად, ოპერაციიდან გასული დროის მიხედვით: 1 თვის შემდეგ – 93% , 1 წლის შემდეგ –93%, 5 წლის შემდეგ 92%, 20 წლის შემდეგ 87%(Kirklin JK, Kirklin JW, Blackstone EH, Milano A, Pacifico AD. Effect of transannular patching on outcome after repair of tetralogy of Fallot. Ann Thorac Surg. Dec 1989;48(6):783-91).

დღეს დღეობით ეს ციფრები რა თქმა უნდა უფრო მაღალია.

რაც შეეხება პაციენტებს დაუნის სინდრომით, (30 და 50% ავადმყოფებს დაუნის სინდრომით აქვთ გულის დეფექტები), აღდგენითი წარმატებული ოპერაციების შემდეგ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის იგივეა , როგორიც დაუნის დავადების მქონე პაციენტების, გული დეფექტების გარეშე  (50–55 წელი)

გისურვებთ ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს.

კარდიოსტიმულატორის ჩაყენება მობიც I (ვენკებახის) ატრიოვენტრიკულური ბლოკადის დროს

კარდიოსტიმულატორის ჩაყენება მობიც I (ვენკებახის) ატრიოვენტრიკულური ბლოკადის დროს

ორსულობა,კარდიოსტიმულატორი,მობიც I (ვენკებახის) ბლოკადა

კითხვა დავით მალიძეს – ვარ 30 წლის ქალი, ახლახან ჩემმა კარდიოლოგმა დამისვა დიაგნოზი გულის ბლოკადა მობიც I (ვენკებახის) და შემომთავაზა ამის გამო კარდიოსტიმულატორის ჩაყენება. არ ვიცი რა ვქნა? მე ბევრი ლიტერატურა წავიკითხე და ვიცი რომ, ზოგადად ეს არ წარმოადგენს დიდი პრობლემას. რის გამოც ვწუხვარ, ის არის რომ, მე და ჩემი ქმარი ვაპირებთ შვილის ყოლას და არ ვიცი გაუარესდება თუ არა ეს მდგომარეობა ორსულობისა თუ მშობიარობის დროს?>>>

პასუხი–გამარჯობათ, მეორე ხარისხის მობიც I (ვენკებახის) ატრიოვენტრიკულური ბლოკადა დიდ პრობლემებს არ ქმნის და იშვიათად სჭირდება მუდმივი სტიმულატორის ჩაყენება (ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევით დადგენილი ბლოკის არსებობისას, თუ ბლოკი ჰისის კონის ინტრა ან ინფრა დონეზე მდებარეობს, ან როდესაც პაციენტში იძლევა სიმტომებს), მეორე მხრივ ორსულობის პერიოდში კარდიოსტიმულატორის ჩადგმა მიზანშეწონილია ორსულ ქალებში მხოლოდ სიმპტომური, სრული ატრიო–ვენტრიკულური ბლოკადის (რომელიც თქვენ ბლოკადისგან განსხვავებით რთული ფორმაა) დროს, როდესაც ნაყოფი 8 კვირის გახდება.

 

ჩემი აზრით, თუ თქვენ არ გაქვთ სიმპტომები (პერიოდულად ჰაერის უკმარისობა, ცნობიერების დაბინდვის ან გულის წასვლის ეპიზოდები ) თქვენ კარდიოსტიმულატორის ჩაყენება არ გჭირდებათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბავშვის გაჩენას აპირებთ და მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ შემოგთავაზეს ეს პროცედურა, თუმცა თქვენმა კარდიოლოგმა, ჩემზე კარგად იცის თქვენი მდგომარეობა, და თუ თქვენ გაქვთ ზემოთ აღნიშნული სიმპტომები მაშინ კარდიოსტიმულატორის ჩაყენება იქნება გამართლებული ღონისძიება საერთოდ და არამარტო მშობიარობისთვის.

Login icon