გრავიოლა

რა არის გრავიოლა, გრავიოლას მოქმედების მექანიზმი, რომელი დაავადებების დროს გამოიყენება გრავიოლა

დაწვრილებით

კარდიოლოგია

კონსულტაციები, გაიდლაინები, კითხვა-პასუხი, სამკურნალო საშუალებები...

დაწვრილებით

ონკოლოგია

სიახლეები, ალტერნატიული მკურნალობის საშუალებები, რჩევები...

დაწვრილებით

პრეპარატები

გრავიოლა/გუანაბანა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინები/მინერალები, სტრესი და ნერვული სისტემა, გულის და სისხლძარღვები, ათეროსკლეროზი, ქალის ჯანმრთელობა

დაწვრილებით

გულის პეისინგის და რესინქრონიზაციული თერაპიის 2013 წლის ევროპული გაიდლაინი (მომოხილვა)

გულის პეისინგის და რესინქრონიზაციული თერაპიის 2013 წლის ევროპული გაიდლაინი (მომოხილვა)

გულის პეისინგი, რესინქრონიზაციული თერაპია,

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medicus.ge ;   This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 

გამოვიდა EHRA-ს მიერ მომზადებული გულის პეისინგის და რესინქრონიზაციული თერაპიის გაიდლაინი. მისი განახლება აუცილებელი იყო, რადგან 2007 წლიდან ჩატარდა 90 ზე მეტი კვლევა აღნიშნული მიმართულებით.
გაიდლაინში ESC სახელმძღვანელოებიდან პირველად გვხდება ახალი განყოფილება სახელწოდებით “კლინიკური პერსპექტივები”, რომელიც იძლევა რჩევებს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სახელმძღვანელო სხვადასხვა კლინიკურ სიტუაციებში, რომელიც გვხვდება რეალურ ცხოვრებაში. აღნიშნულ განყოფილებაში მოცემულია არითმიის პრობლემის გადჭრის გზები, თანმხლები დაავადებების და მათი მედიკამენტოზური მკურნალობის თავისებურების გათვალისწინებით.>>>
pacing 2013გაიდლაინში მთავარი ყურადღება მიქცეულია პეისინგის განხორციელების ჩვენებებზე გულის არითმიის მქონე პაციენტებში, და რესინქრონიზაციის ჩატარების ჩვენებებზე, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის უკმარისობა. სახელმძღვანელოში მოცემულია აგრეთვე დამატებითი თავები კონკრეტული მდგომარეობებისთვის, როგორიცაა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულზე ოპერაციის შემდგომი პეისინგი, ტრანკათეტერული, აორტის სარქველის იმპლანტაცია ( Tavi) და გულის ტრანსპლანტაცია. ბავშვთა პეისინგი და იმ ბავშვთა პეისინგი, რომლებთაც გააჩნიათ თანდაყოლილი გულის დაავადებები. ბოლოს სახელმძღვანელოში მოცემულია მოსაზრებები, ისეთი მდგომარეობის დროს, როგორიცაა ინფექციის გამო გამოწვეული პეისმეკერის რეიმპლანტაცია, მაგნიტური რეზონანსული კომპიუტერის გამოყენება პაციენტებში, გულის იმპლანტირებული მოწყობილობებით, გადაუდებელი დროებითი პეისინგი და არითმიის დისტანციური მართვის მენეჯმენტი.

 აღსანიშნავია, რომ გაიდლაინში მოცემულია ბრადიარითმიების ახალი კლასიფიკაცია, რომელიც დაფუძნებულია ბრადიარითმიების მექანიზმზე და არა მათ ეტიოლოგიაზე. ამ ცვლილების მიზეზი გახდა ის რომ, ექიმს უფრო მეტად, უხდება არითმიის მექანიზმთან შებრძოლება ვიდრე მის ეტიოლოგიასთან. ახალი გაიდლაინი ითვალისწინებს აგრეთვე იმას, თუ, არითმიული პრობლემა პაციენტისთვის მუდმივია თუ მონაცვლებადი, არითმიული პრობლემა დადასტურებულია ელექტროკარდიოგრაფიულად,თუ არა. მოცემულია ლოგიკური გადაწყვეტილებების სქემა, რათა გვაჩვენოს სხვადასხვა კლინიკურ სიტუაციებში (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, სინუსური კვანძის სისუსტე, ჰისის კონის ტოტების ბლოკადა), პეისინგის შესაძლებლობათა სპექტრი..საერთო ჯამში ახალი გაიდალინი მიწოდებულია მომხმარებლისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი ფორმატით და ძირითადად გათვალისწინებულია პრაქტიკული ექიმებისთვის.

სტაბილური სტენოკარდიის 2013 წლის ევროპული რეკომენდაციები (მიმოხილვა)

სტაბილური სტენოკარდიის  2013 წლის ევროპული რეკომენდაციები (მიმოხილვა)

სტაბილური სტენოკარდია, კად, მიკროვასკულური დისფუნქცია, კორონარული ვაზოსპაზმი,ივაბრადინი, ნიკორანდილი

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/

სტატიაში მოცემულია სტაბილური სტენოკარდიის ახალი 2013 წლის ევროპული გაიდლაინის მოკლე მიმოხილვა. აქცენტი გამახვილებულია იმ ახალ საკითხებზე რომლის ცოდნა უცილებელია თანამედროვედ მოაზროვნე კარდიოლოგისთვის პაციენტებთან უკეთესი კლინიკური შედეგების მისაღებად.>>>
Photo: Stable angina 20131.	2006 წლის სტაბილური სტენოკარდიის გაიდლაინის გამოსვლის შემდეგ, სტაბილური კორონარული არტერიების დაავადების (სკად) კონცეფცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამჯამად სკად მოიცავს ავადმყოფთა გაფართოებულ ჯგუფს: პაციენტებს რომლებსაც აქვთ სტაბილური სტენოკარდია ან მასთან დაკავშირებული დაავადებანი, როგორიცაა დისპნეა;  მათ,  რომლებსაც ადრე ჰქონდათ სიმპტომური ობსტრუქციული ან  არა ობსტრუქციული კად, და  შემდგომში მკურნალობის შედეგად გახდნენ  ასიმპტომურები და საჭიროებენ რეგულარულ მკურნალობას; მათ, რომლებსაც  სიმპტომები გამოუვლინდათ პირველად და ამიტომ დიაგნოსტირებულები არიან როგორც ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტები.  სკად, ამჟამად თავის განსაზღვრაში მოიცავს  კორორნარული არტერიების დაავადების განვითარების სხვადასხვა ფაზებს, იმ ფაზის გარდა რომლის დროსაც კორონარული არტერიების თრომბოზი დომინირებს და განსაზრვრავს მწვავე კორონარულ სინდრომის კლინიკას.2.	წინამდებარე სახელმძღვანელოში აქცენტი გაკეთებულია, როგორც სადიაგნოსტიკო ტესტირებზე, ასევე  პროგნოზულ შეფასებებზე, ცალკ–ცალკე.  სადიაგნოსტიკო ტესტების უმრავლესობა გვაძლევს აგრეთვე ინფორმაციას დაავადების სიმძიმესა და პროგნოზულ გამოსავალზე. გათვალისწინებულია აგრეთვე, ბოლო დროს ჩატარებული მტკიცებითი მედიცინის პრინციპებზე დაყრდნობილი –დაავადების სხვადასხვა მკურნალობის სტრატეგიის გავლენა  ავადმყოფობის გამოსავალზე.3.	ფართოდ არის განხილული კორონარული რევასკულარიზაციის როლი და მოცემულია ახლად ჩატარებული მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე დაყრდნობილ კვლევებში –  კანქვეშა კორინარული ინტერვენციისა და აორტო–კორონარული შუნტირების პროგნოსტული როლი დაბალი რისკი მქონე პოპულაციაზე.4.	ახალი  გაიდლაინი იძლევა დაავადების ალბათობის პრეტესტული   შეფასების გაფართოებულ და განახლებულ მნიშვნელობას. დაავადების ალბათობის პრე–ტესტული შეფასება განახლებულია, უახლოესი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც იძლევა სადიაგნოსტიკო ტესტების ზუსტად არჩევის შესაძლებლობას. შესწორებული დიაგნოსტიკური და პროგნოსტიკული ალგორითმების გამოყენება, ამარტივებს კლინიკური გადაწყვეტილების მიღებას  და იძლევა  რესურსების ოპტიმალურად მოხმარებაის საშუალებას.   5.	ფართოდ არის განხილული კად–ის ფიზიოლოგიური შეფასების მნიშვნელობა კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, და სრულყოფილად  არის წარმოდგენილი მათგან დიაგნოსტიკური და თერაპიული სარგებელის მიღების პრაქტიკული გაიდლაინი.6.	წინა ვერსიისგან შედარებით, ახალ გაიდლაინში განხილულია, არამარტო ათეროსკლეროზული შევიწროების, არამედ მიკროვასკულური დისფუნქციის და კორონარული ვაზოსპაზმის დიაგნოსტიკური და პროგნოსტიკული ალგორითმი. ეს მცნებები ნაწილობრივ მივიწყებული იყო უახლოეს  ლიტერატურაში, თუმცა ისინი თავსატეხს უქმნიან  ექიმებს,  როგორც სადიაგნოსტიკო ასევე თერაპიული საკითხების გადაწყვეტაში.7.	 დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ცხოვრების სტილის ცვლილებებს და თერაპიულ მკურნალობას. ზედმიწევნით გაშუქებულია ხელთარსებული  საშუალებები. კერძოდ გულის რეაბილიტაცია, გრიპის ვაქცინაცია და ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია განხილულია  რამდენიმე ფარმაკოლოგიურ საშუალებასთან ერთად (ივაბრადინი, ნიკორანდილი, ტრიმეტაზიდინი და რანოლაზინი).  8.	 სპეციალური ყურადღება აქვს დათმობილი პაციენტების ქვეჯგუფებს, როგორიცაა პაციენტები სკად –ით და დაბალი არტერიული წნევით, ან  ნელი გულის რითმით. ამის გარდა გაღრმავებულად არის შესწავლილი    ქალების კატეგორია, დიაბეტის მქონე პაციენტები, პაციენტები, თირკმლის ქრონიკული დაავადებით, ხანშიშესული პაციენტები და პაციენტები რომლებსაც ადრე ჩატარებული აქვთ კორონარული რევასკულარიზაცია.New 2013 ESC Guidelines on stable coronary artery disease  1 Sep 16:30-18:00, Amsterdam - Central Village1. 2006 წლის სტაბილური სტენოკარდიის გაიდლაინის გამოსვლის შემდეგ, სტაბილური კორონარული არტერიების დაავადების (სკად) კონცეფცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამჯამადსკადმოიცავს ავადმყოფთა გაფართოებულ ჯგუფს: პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სტაბილური სტენოკარდია ან მასთან დაკავშირებული დაავადებანი, როგორიცაა დისპნეა(სუნთქვის უკმარისობა) ; მათ, რომლებსაც ადრე ჰქონდათ სიმპტომური ობსტრუქციული ან არა ობსტრუქციულიკად(კორონარული არტერიების დავადება), და შემდგომში მკურნალობის შედეგად გახდნენ ასიმპტომურები და საჭიროებენ რეგულარულ მკურნალობას; მათ, რომლებსაც სიმპტომები გამოუვლინდათ პირველად და ამიტომ დიაგნოსტირებულები არიან როგორც ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტები.სკად, ამჟამად თავის განსაზღვრაში მოიცავს კორორნარული არტერიების დაავადების განვითარების სხვადასხვა ფაზებს, იმ ფაზის გარდა, რომლის დროსაც კორონარული არტერიების თრომბოზი დომინირებს და განსაზრვრავს მწვავე კორონარულ სინდრომის კლინიკას.
2. წინამდებარე სახელმძღვანელოში აქცენტი გაკეთებულია, როგორც სადიაგნოსტიკო ტესტირებაზე, ასევე პროგნოზულ შეფასებებზე, ცალკ–ცალკე. სადიაგნოსტიკო ტესტების უმრავლესობა გვაძლევს აგრეთვე ინფორმაციას დაავადების სიმძიმესა და პროგნოზულ გამოსავალზე. გათვალისწინებულია აგრეთვე, ბოლო დროს ჩატარებული მტკიცებითი მედიცინის პრინციპებზე დაყრდნობილი –დაავადების სხვადასხვა მკურნალობის სტრატეგიის გავლენა ავადმყოფობის გამოსავალზე.
3. ფართოდ არის განხილული კორონარული რევასკულარიზაციის როლი და მოცემულია ახლად ჩატარებული მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე დაყრდნობილ კვლევებში – კანქვეშა კორინარული ინტერვენციისა და აორტო–კორონარული შუნტირების პროგნოსტული როლი დაბალი რისკი მქონე პოპულაციაზე.
4. ახალი გაიდლაინი იძლევა დაავადების ალბათობის პრეტესტული შეფასების გაფართოებულ და განახლებულ მნიშვნელობას. დაავადების ალბათობის პრე–ტესტული შეფასება განახლებულია, უახლოესი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც იძლევა სადიაგნოსტიკო ტესტების ზუსტად არჩევის შესაძლებლობას. შესწორებული დიაგნოსტიკური და პროგნოსტიკული ალგორითმების გამოყენება, ამარტივებს კლინიკური გადაწყვეტილების მიღებას და იძლევა რესურსების ოპტიმალურად მოხმარების საშუალებას.
5. ფართოდ არის განხილულიკად–ის ფიზიოლოგიური შეფასების მნიშვნელობა კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, და სრულყოფილად არის წარმოდგენილი მათგან დიაგნოსტიკური და თერაპიული სარგებელის მიღების პრაქტიკული გაიდლაინი.
6. წინა ვერსიისგან შედარებით, ახალ გაიდლაინში განხილულია, არამარტო ათეროსკლეროზული შევიწროების, არამედმიკროვასკულური დისფუნქციისდაკორონარული ვაზოსპაზმისდიაგნოსტიკური და პროგნოსტიკული ალგორითმი. ეს მცნებები ნაწილობრივ მივიწყებული იყო უახლოეს ლიტერატურაში, თუმცა ისინი თავსატეხს უქმნიან ექიმებს, როგორც სადიაგნოსტიკო ასევე თერაპიული საკითხების გადაწყვეტაში.
7. დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ცხოვრების სტილის ცვლილებებს და თერაპიულ მკურნალობას. ზედმიწევნით გაშუქებულია ხელთარსებული საშუალებები:  კერძოდ გულის რეაბილიტაცია, გრიპის ვაქცინაცია და ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც  განხილულია რამდენიმე ფარმაკოლოგიურ საშუალებასთან ერთად (ივაბრადინი, ნიკორანდილი, ტრიმეტაზიდინი და რანოლაზინი).
8. სპეციალური ყურადღება აქვს დათმობილი პაციენტების ქვეჯგუფებს, როგორიცაა პაციენტები სკად –ით და დაბალი არტერიული წნევით, ან ნელი გულის რითმით. ამის გარდა გაღრმავებულად არის შესწავლილი ქალების კატეგორია, დიაბეტის მქონე პაციენტები, პაციენტები, თირკმლის ქრონიკული დაავადებით, ხანშიშესული პაციენტები და პაციენტები რომლებსაც ადრე ჩატარებული აქვთ კორონარული რევასკულარიზაცია.
New 2013 ESC Guidelines on stablecoronaryartery disease1 Sep 16:30-18:00, Amsterdam – Central Village

ევროპის 2013 რეკომენდაციები შაქრიანი დიაბეტის მენეჯმენტის შესახებ კარდიოვასკულური დაავადებების პროფილაქტიკისთვის (მიმოხილვა)

შაქრიანი დიაბეტი, პრედიაბეტი და კარდიოვასკულური დაავადებები

არტერიული ჰიპერტენზიის მენეჯმენტის ახალი ამერიკული რეკომენდაციები: JNC 8

არტერიული ჰიპერტენზიის მენეჯმენტის ახალი ამერიკული რეკომენდაციები: JNC 8

არტერიული ჰიპერტენზია, JNC 8, თიაზიდური შარმდენები, აგფ ინჰიბიტორები, კალციუმის არხების ბლოკერები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები

მერიკული JNC (joint national committee) 8 ახალი არტერიული ჰიპერტენზიის რეკომენდაციების ერთ–ერთი ავტორის სიტყვებით, რეკომენდაციების მიზანი იყო შექმნილიყო ძალიან მარტივი დოკუმენტი, ავტორებს სურდათ მიეწოდებინათ ექიმებისთვის უბრალო მესიჯი – დააქვეითეთ არტერიული წნევა 150/90 მმ.ვცხ.წყ.–მდე პაციენტებში 60 წლის ზევით და 140/90 მმ.ვცხ.წყ.–მდე დანარჩენ პაციენტებში. გამარტივებული იქნა აგრეთვე  პრეპარატების დანიშვნის რეჟიმი: ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების 4 კლასიდან თითოეული პრეპარატის დანიშვნა  კარგია, მთავარია მიღწეული იქნეს არტერიული წნევის მიზნობრივი დონე.

Login icon