გრავიოლა

რა არის გრავიოლა, გრავიოლას მოქმედების მექანიზმი, რომელი დაავადებების დროს გამოიყენება გრავიოლა

დაწვრილებით

კარდიოლოგია

კონსულტაციები, გაიდლაინები, კითხვა-პასუხი, სამკურნალო საშუალებები...

დაწვრილებით

ონკოლოგია

სიახლეები, ალტერნატიული მკურნალობის საშუალებები, რჩევები...

დაწვრილებით

პრეპარატები

გრავიოლა/გუანაბანა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინები/მინერალები, სტრესი და ნერვული სისტემა, გულის და სისხლძარღვები, ათეროსკლეროზი, ქალის ჯანმრთელობა

დაწვრილებით

ქირურგიული ოპერაციები, გულის სარქვლოვანი დაავადებების მქონე პაციენტებში

ჩავატაროთ თუ არა ქირურგიული ოპერაციები გულის სარქვლოვანი დაავადებების მქონე პაციენტებში?

 

არაკარდიული ქირურგიული ოპერციების ჩატარების დროს ხშირად დიდი პრობლემები იქმნება იმის გამო, რომ პაციენტს აქვს გულის მანკი, რაც დიდ საშიშროებას ქმნის ოპერაციის დროს სხვადასხვა გართულებებისა და სიკვდილის განვითარებისა. ამ საკითხზე სხვადასხვა ქირურგის აზრი ინდივიდუალურია და ზოგჯერ კარდიოლოგთან შეუთანხმებელია. სტატიაში გთავაზობთ აღნიშნულ საკითხზე, ევროპის გამოცდილებაზე დაყრდნობით მიღებულ რეკომენდაციებს.   ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/ >>>

არაკარდიოლოგიური ქირურგიული ოპერაცია, გულის მანკები

პაციენტებს გულის სარქვლოვანი დაავადებებით, არაკარდიალური ქირურგიული ოპერაციების დროს  გააჩნიათ კარდიოლოგიური გართულებების მაღალი რისკი, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სარქვლოვანი პათოლოგიის დიაგნოსტიკას ექოკარდიოგრაფიის საშუალებით და მათი დაზიანების ხარისხის და მოსალოდნლი გართულებების  კლინიკურ შეფასებას.

ქირურგიული ოპერაციის ჩატარების რეკომენდაციები გულის სარქვლოვანი დაავადების დროს

•     არა კარდიოლოგიური ქირურგიის ჩატარებამდე, გულის მძიმე სარქვლოვანი დავადებების მქონე პაციენტებში, რეკომენდირებულია კლინიკური და ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევების ჩატარება და თუ საჭიროა მათი მკურნალობა  (IC)

აორტის სტენოზი

აორტის სტენოზი (აორტის სარქველის ფართობი < 1სმ2, ან <0.6 სმ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე გადაანგარიშებით) წარმოადგენს პერიოპერაციული (ოპერაციის წინა, ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდგომი) სიკვდილიანობის და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების კარგად დადგენილ რისკ ფაქტორს. გადაუდებელი არაკარდიალური ქირურგიული ოპერაცია პაციენტებში, მძიმე აორტული სტენოზით  უნდა ჩატარდეს სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგის ქვეშ.  დაგეგმილი არაკარდიალური ქირურგიული ოპერაციის დროს გადაწყვეტილების მიღება ხდება სიმპტომების (ტკივილი ჰაერის უკმარისობა და სხვა) არსებობის გათვალისწინებით.

სიმპტომურ პაციენტებში, საჭიროა აორტის სარქველის გამოცვლა. იმ პაციენტებში, რომლებშიც აორტის სარქველის ოპერაციის გამოცვლა არ არის მიზანშეწონილი, თანმხლები მძიმე დაავადების არსებობის გამო ან პაციენტი ამბობს უარს, გეგმიური ოპერაცია უნდა ჩატარდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი ჩატარება სასიცოცხლოდ  აუცილებელია პაციენტისთვის. ამ შემთხვევაში უმჯობესია აორტის ბალონური ვალვულოპლასტიკა ან სარქველის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია (Tavi).

  თუ აორტის სტენოზიან პაციენტს სიმპტომები არ აქვს, მათში გართულებათა მცირე და საშუალო რისკის არაკარდიალური ოპერაცია (აპენდიციტის, ბუასილის, ქოლეცისტიტის და სხვა) შეიძლება ჩატარდეს უსაფრთხოდ. თუ ჩასატარებელია მაღალი რისკის ქირურგიული ოპერაცია (მაგალითად აორტაზე ან სხვა მსხვილ სისხლძარღვებზე), მის ჩატარებამდე საჭიროა პაციენტის შემდგომი კლინიკური გამოკვლევა. იმ პაციენტებში რომლებშიც არაკარდიალური ქირურგიის ოპერაციის ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აორტის სარქვლის გამოცვლის ოპერაცია უნდა ჩატარდეს სასიცოცხლო პარამეტრების მკაცრი კონტროლის ქვეშ. დანარჩენ პაციენტებში კი სადაც შესაძლებელია არაკარდიული ოპერაციის გადავადება, აორტის სარქვლის გამოცვლა უნდა მოხდეს არაკარდიალური ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე.

მიტრალური სტენოზი

არაკარდიალურ ქირურგიული ოპერაცია შედარებით დაბალი რისკის ქვეშ შეიძლება ჩატარდეს პაციენტებში, არა მნიშვნელოვანი მიტრალური სტენოზით (მს) (სარქველის ფართობი >1.5 სმ2), ასიმტომურ პაციენტებში მნიშვნელოვანი მიტრალური სტენოზით (სარქველი <1.5 სმ2 და ფილტვის სისტოლური არტერიული წნევით < 50 მმHგ.  ამ პაცინტებში მიტრალური სარქველის ოპერაციის წინა კორექცია არ არის მოწოდებული. საჭიროა მხედველობაში იყოს მიღებული გულის სიხშირის კონტროლის აუცილებლობა, ტაქიკარდიის თავიდან ასაცილებლად, რომელმაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს ფილტვის შეგუბება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის სითხეებით გადატვირთვის მკაცრი კონტროლი. წინაგულთა ფიბრილაციის განვითარებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული კლინიკური დარღვევები. ემბოლიზმის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, აუცილებელია ანტიკოაგულაციური კონტროლი. ასიმპტომურ პაციენტებში, მნიშვნელოვანი მიტრალური სტენოზით (სარქვლის ფართობი <1.5 სმ2), და ფილტვის სისტოლური წნევით > 50  მმHგ, და სიმპტომურ პაციენტებში – არაკარდიალური ქირურგიის გართულებათა რისკი შედარებით მაღალია, ამიტომ ასეთ პაციენტებში არაკარდიალური ქირურგიული ოპერაციის წინ მიზანშეწონილია კანქვეშა მიტრალური  კომისუროტომიის (ან სარქველის ღია ქირურგიული შეცვლა) განსაკუთრებით მაღალი რისკის არაკარდიალური ქირურგიული ოპერაციის წინ.

აორტალური და მიტრალური რეგურგიტაცია

უმნიშვნელო აორტული, აგრეთვე მიტრალური რეგურგიტაცია (ამ და მრ) თავისთავად არ ზრდის არაკარდიალური ქირურგიული ოპერაციის კარდიოვასკულარულ გართულებათა რისკს. ასიმპტომურ პაციენტებში მძიმე ამ და მრ (დეტალური კლასიფიკაცია მოცემულია ევროპის კარდიოლოგთა საბჭოს რეკომენდაციებში) და მარცხენა პარკუჭის კარგი ფუნქციით, არაკარდიალური ქირურგიული ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს დამატებითი რისკის გარეშე. სიმპტომური პაციენტებს, და არასიმპტომური პაციენტებს ძლიერ დაქვეითებული მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციით (<30%), გააჩნიათ, კარდიოვასკულარულ გართულებათა მაღალი რისკი, და არაკარდიალური ქირურგიული ოპერაცია უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში თუ ის ძალიან აუცილებელია ავადმყოფისთვის. პაციენტებში, მკვეთრი მიტრალური ან აორტული რეგურგიტაციით,   ძალიან სასარგებლოა ფარმაკოლოგიური თერაპიის ოპტიმიზაცია, მაქსიმალური ჰემოდინამიკური სტაბილიზაციის მისაღწევად, მაღალი რისკის არაკარდიალური ქირურგიული ოპერაციის წინ. ზემოთაღნიშნული პათოლოგიების დროს არაკარდიული ქირურგიული ოპერაციის წინ – არ არსებობს სარქვლის პათოლოგიის კორეგირების აბსოლუტური აუცილებლობა!

პაციენტები პროთეზური სარქველებით

პაციენტებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ სარქვლოვან დაავადებათა კორექცია და გააჩნიათ პროთეზული სარქველი – არაკარდიალური ქირურგიული ოპერაციის ჩატარება შეუძლიათ დამატებითი რისკის გარეშე, თუ არ არსებობს სარქვლის ან პარკუჭის დაზიანების ნიშნები. ამ პაციენტებს ესაჭიროებათ ინფექციური ენდოკარდიტის  პროფილაქტიკა. ევროპის კარდიოლოგიური საბჭოს რეკომენდაციების მიხედვით, პერიოპერაციულ პერიოდში საჭიროა ანტიკოაგულაციური რეჟიმის შეცვლა (ორალური ანტიკოაგულაცია (ვარფარინი) დროებით იცვლება ი/ვ ან კანქვეშა ჰეპარინით ან დაბალმოლეკულური ჰეპარინის თერაპიული დოზის კანქვეშა ინექციებით.

Llit-ra: European Heart Journal doi:10.1093/eurheartj/ehp337

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ 

24 საათიანი ეკგ ჰოლტერ მონიტორინგის ჩვენებები

24 საათიანი ეკგ  ჰოლტერ მონიტორინგის ჩვენებები

24 საათიანი ჰილტერ მონიტორინგის ჩვენებები

რატომ ტარდება ეს ტესტი?

თქვენი ჯანმრთელობის სტაბილურობისა და საიმედოობის შესამოწმებლად შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ 24 საათიანი ეკგ ჰოლტერ მონიტორინგის კვლევა. ესენია:>>>

1. არარეგულარული და ფარული  გულის არითმიების გამოვლენა, რომელიც ვლინდება დროის გარკვეულ პერიოდში ან განსაზღვრული საქმიანობის შესრულებისას.

1.1 პაროქსიზმული ტაქიკარდიის გამოვლენა –ეს არის მოსვენებულ მდგომარეობაში გულის ცემის უეცარი აჩქარება                   140–200 შეკუმშვამდე წუთში;

 1.2  მოციმციმე არითმიის ეპიზოდების გამოვლენა;

  1.3  ექსტრასისტოლიის გამოვლენა;

 1.4 ვოლფ–პარკინსონ–უაიტის ანუ WPW სინდრომის გამოვლენა

 1.5 სიცოცხლისთვის საშიში ბრადიკარდიის ან გულის გამტარებელი სისტემის ბლოკადის გამოვლენა

 1.6 ანტიარითმული ტერაპიის ეფექტურობის შეფასების მიზნით

 1.7 გულის რიტმის შეფასება გულში კარდიოსტიმულატორის ჩაყენების შემდეგ

2. მიოკარდიუმის სისხლმომარაგების დარღვევის (იშემიის) გამოვლენა, ფიზიკური დატვირთვის, მოსვენების და ძილის        დროს

2.1 ვარიანტული სტენოკარდიის ანუ კორონარული სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეული სტენოკარდიის გამოვლენა

2.2 გულმკერდში ტკივილის, სუნთქვის გაძნელების, გულისფრიალის, თავბრუხვევის, გონების დაბინდვის. გულის                   წასვლის მიზეზის დასადგენად

3. გულის რითმის ვარიაბელობის გამოკვლევა ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევების შესაფასებლად. სწორედ ამ მონაცემით სარგებლობენ პაციენტის სიცოცხლისუნარიანობის განსასაზღვრელად, გულის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის და განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ.

მრავალი გამოკვლევით დადგენილია, რომ რაც რაც უფრო ნაკლებია ვარიაბელობა, ანუ რაც უფრო მონოტონურია მაჯის ცემა, მით უფრო მეტია გულის უეცარი სიკვდილის რისკი და სიკვდილიანობა პაციენტებში. ჯერ კიდევ ჩინელები ამბობდნენ მე 3 საუკუნეში – “თუ ავადმყოფის პულსი ჰგავს წვიმის დროს სახლის სახურავიდან იატაკზე დაცემული წვეთების რითმულ მონოტონურობას – მის უკან სიკვდილია ჩასაფრებული”

კართაგენერის სინდრომი

კართაგენერის სინდრომი

სტატიაში მოცემულია მასალა იშვიათი გენეტიკური დაავადების – კართაგენერის სინდრომის მექანიზმის, გართულებებისა და მკურნალობის შესახებ. >>>>

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/

კართაგენერის სინდრომი,  პირველადი ცილიარული დისკინეზია,  Situs Inversus

კართაგენერის სინდრომი,  პირველადი ცილიარული დისკინეზია, სპეციალური უჯრედების– ცილიის (წამწამების) მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც 1933 წელს აღწერა შვეიცარიელმა  ექიმმა მანეს კართაგენერმა.

მიზეზი

კართაგენერის დაავადება ავტოსომურ რეცესიული გენეტიკური დაავადებაა, პროცესში ჩართულია ორი გენი DNAI1 და DNAH5, რომელთა პათოლოგიურობა განაპირობებს დიენენის განუვითარებლობას და წამწამების მოძრაობის დეფექტს. ეს პათოლოგია ხშირად ემართებათ, ხელოვნურად გაჩენილ ბავშვებს.

პათოფიზიოლოგია

ადამიანის სასუნთქი სისტემა მოიცავს ცხვირს, სინუსებს, შუა ყურს, ევსტაქის მილებს, ყელსა და სასუნთქ მილებს  (ტრაქეა, ბრონქები, და ბრონქიოლები). სასუნთქი ტრაქტი  მთლიანი ტრაქტი მოფენილია სპეციალური ეპითელური უჯრედებით, რომელსაც აქვს წამწამების ფორმა. „წამწამები“ ჩვეულებრივად ასრულებს ცოცხის როლს, რომელიც  ასუფთავებს ორგანიზმის მიერ შესუნთქულ მტვრის მოლეკულებს, კვამლს, ტოქსინებს და ბაქტერიებს რესპირატორული ტრაქტიდან.  ეპითელური უჯრედის დაზიანებული წამწამოვანი კომპონენეტი (რაც თავის მხრივ გამოწვეულია ნივთიერება დინეინის დეფექტით) იწვევს არანორმალურ წამწამოვან მოძრაობას, რასაც მოჰყვება სინუსურ წიაღებში და ბრონქებში ლორწოს არასათანადო გამოსუფთავება, რაც თავის მხრივ იწვევს სხვადასხვა პრობლემებთან ერთად გამუდმებით ან განმეორებით სინო–პულმონარულ ინფექციებს. „წამწამები“არის აგრეთვე თავის ტვინის პარკუჭებში  და რეპროდუქციუულ (გამრავლებით) სისტემაში. კართაგენერის სინდრომით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება შეექმნას თავის ტკივილი და უშვილობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ეპიდემიოლოგია

კართაგენერის  სინდრომი უვითარდებათ დაახლოებით ერთ ახალშობილს 32000 ახალშობილიდან და ემართებათ როგორც მამრობით ასევე მდედრობითი სქესის ბავშვებს.

სინდრომი არ არის დამოკიდებული რასაზე  და შეიძლება ადამიანს გამოუვლინდეთ ნებისმიერ ასაკში. კართაგენერის სინდრომით დაავადებული ადამიანები საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა დადგენილი არ არის, სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თუ რამდენად რეგულარულად და ეფექტურად ხდება სინდრომის გართულებების მკურნალობა. განსაკუთრებით საფრთხილოა პირველი 20 წელი. გულმოდგინე ზრუნვის შემთხვევებში კართაგენერის სინდომით დაავადებული პაციენეტების სიცოცხლის ხანგრძლივობა უტოლდება საერთო სტატისტიკურ მონაცემებს.

სიმპტომები

კართაგენერის სინდრომის სიმპტომთა უმეტესობა    განპირობებულია ზემოთ აღნიშნული „წამწამების“ ფუნქციის შეფერხებით და სხვადასხვაა

ყური, ცხვირი და ცხვირის ირგვლივი სინუსები (წიაღები)

    • ქრონიკული დენა ცხვირიდან (რინორეა), ცხვირის გამოვსებულების შეგრძნება, წიაღების (სინუსების) ტკივილი, ცხვირის პოლიპები. ზოგჯერ ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი.
    • სუნის უგრძნობლობა (ანოსმია), ცხვირში ლაპარაკი, ცუდი სუნი პირიდან (ჰალიტოზი), ხმის დაკარგვა.
    • ქრონიკული ან ხშირად განმეორებადი შუა ყურის ანთება (ოტიტი), ზოგჯერ ჩირქოვანი გამონადენით.
    • განმეორებადი სინუსიტები

ცენტრალურის ნერვული სისტემა

გამრავლების სისტემა
    • მამაკაცთა უნაყოფობა ხშირად  როდესაც სპერმატოზოიდები მოკლებულნი არიან გადაადგილების უნარს, და ქალებში ზოგჯერ,  როდესაც დაზიანებულია ფალოპის მილების ეპითელური უჯრედების წამწამოვანი სისტემა. იმის გამო რომ ქალებში გაძნელებულია კვერცხუჯრედის გადმოსროლა საშვილოსნოში – ხშირია  ექტოპიური (საშვილოსნოსგარეშე) ორსულობები.

ქვედა რესპირატორული ტრაქტი

    • ქრონიკული პროდუქტიული ხველება და რესპირატორული დისტრესი, განსაკუთრებით ბავშვებში;
    • ბრონქოსპასტიკური სიმპტომები (ხველა და ქშინვა), ჰიპოქსია, გულმკერდის დეფორმაციები;
    • ქრონიკული ან რეკურენტული (განმეორებადი) ფილტვის ატელექტაზი  ან პნევმონია.
  • გულის მწვერვალი გადანაცვლებულია მარჯვნივ, ხოლო ღვიძლი და ელენთა მარცხნივ;
  • ქრონიკული პნევმონიების და ბრონქიტების დროს აღინიშნება „ბარაბანისბური“ თითები;
  • ინტოქსიკაციის სიმპტომები (თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, პირღებინება, ოფლიანობა)
  • ჩამორჩენა ფიზიკურ გარნვითარებაში;

ასპლენია, ანუ ელენთის უქონლობა ან პოლისპლენია (ელენთის არსებობა ორივე მხარეს). ასპლენია აძლიერებს ინფექციის განვითრების რისკის,  ხოლო პოლისპლენია საშიშია ელენთის გახეთქვის რისკით, რასაც მოჰყვება სიცოცხლისათვის საშიში შინაგანი სისხლდენა.

დიფერენციალური დიაგნოზი

ძირითადად ტარდება ცისტურ ფიბროზთან. კართაგენერის სინდომი შესაძლებელია შეცდომით მიიღონ როგორც ასთმად ან ალერგიად.

დიაგნოზი

კართაგენერის სინდრომი დიაგნოზი ისმება 3 ძირითადი სიმპტომით ქრონიკული სინუსიტით, ქრონიკული ბრონქოექტაზიით და Situs Inversus (შინაგანი ორგანოების შებრუნებითი მდებარეობა). გულმკერდის რენტგენის და კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით შეიძლება აღმოჩენილი იქნას ფილტვის ამ სინდრომისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური     ცვლილებები. კართაგენერის სინდრომის უტყუარი დადასტურება ხდება ბიოფსიით. მატერიალს იღებენ ტრაქეის ფილტვის  სინუსის წიაღის ზედაპირიდან და მიკროსკოპის საშუალებით ადგენენ დეფექტური „წამწამების“ არსებობას. ამ სინდრომის 100% იანი დიაგნოსტირება შესაძლებელია კომერციული გენეტიკური ტესტის ჩატარებით, ზემოთ აღნიშნული გენების მუტაციის დადასტურებით. კართაგენერის სინდრომი ხშირად თან ერთვის სხვადასხვა თანდაყოლილ ანომალიებს: შუბლის წიაღების  ჰიპო- ან აგენეზია, პოლიდაქტილია (მრავალთითიანობა), საშარდე გზების, ხერხემლის, ნეკნების, გულის განვითარების მანკები, ენდოკრინული ჯირკვლების ჰიპოფუნქცია,(თირკმელზედა ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი), ბადურას დაზიანება (ბადურას სისხლძარღვების გაფართოება, პიგმენტური რეტინიტი.

კართაგენერის სინდრომის გართულებებს მიეკუთვნება

კართაგენერის სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომებისა და გართულებების გარჩევა ხშირ  შემთხვევაში გაძნელებულია. აღნიშნული სინდრომის ყველაზე საშიში გართულებაა გულ –ფილტვის უკმარისობა რომელსაც შემდგომ ლეტალური შედეგი მოჰყვება.

კონსულტაცია: კარათაგენერის სინდრომის მკურნალობა უნდა მოხდეს  ზოგადი თერაპევტის, პულმონოლოგის  და ოტოლარინგოლოგის მჭიდრო კავშირში. დექსტროკარდიისა და გულის დეფექტების არსებობის შემთხვევებში აუცილებელია კარდიოლოგის პერიოდული კონსულტაციები.

ზოგჯერ საჭირო ხდება გენეტიკის სპეციალისტთან, კონსულტაცია ოჯახის დაგეგმვის ან დაავადებული პიროვნების დედმამიშვილების გენეტიკური გამოკვლევის მიზნით.

კართაგენერის სინდრომის მკურნალობა

ფოკუსირებულია სასუნთქი სისტემის ინფექციის პროფილაქტიკაში, და თუ ასეთი მოხდა მის სწრაფ აღმოფხვრაში. ანტიბიოტიკები წარმატებით გამოიყენება სინუსიტების მკურნალობაში. ფილტვების მკურნალობაში ჩვეულებრივ ანტიბიოტიკებთან ერთად გამოიყენება ჩასასასუნთქი ანტიბიოტიკები, ფიზიოლოგიური პროცედურები,  მუკოლიტიკური საშუალებები, იმუნიტეტის ამწევი საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და ახალი საშუალება რეკომბინირებული დნმ.  ყოველ წელს უტარებენ გრიპის და პნევმოკოკურ ვაქცინაციას.

შორსწასულ შემთხვევებში, როდესაც რაციონალური ანტიბიოტიკები აღარ მოქმედებს – მიმართავენ ქირურგიულ მანიპულაციებს ახდენენ დაზიანებული ფილტვის წილების რეზექციას. გამტარებლობითი სიყრუის შემთხვევაში ახდენენ ტიმპანოსტომიას (შუა ყურის მემბრანის კვეთას) შუა ყურიდან ჩირქის დრენირებისთვის.  ფუნქციური ენდოსკოპური – სინუსების ან/და ცხვირის ღრუს პოლიპების ამოკვეთა ხელს უწყობს ღრუების დრენირებას, აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას, მუდმივი სიმპტომური სინუსიტებისა და ცხვირის ღრუების ობსტრუქციის დროს.

უნაყოფობის  შემთხვევაში მიმართავენ ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტს.

კართაგენერის სინდრომის დროს ფიზიკური ან გონებრივი აქტივობა შეზღუდული არ არის, სანამ რჩება ადეკვატური სატურაცია (ჟანგბადის რაოდენობა სისხლში).

ანტიბიოტიკებით მკურნალობა, ფიზიოთერაპია,  და შესაბამისი ქირურგიული ჩარევა აუმჯობესებს პაციენტის პროგნოზს ბევრ შემთხვევაში. ამ სინდრომით დაავადებული პაციენტები უნდა მოერიდონ სიგარეტის მოხმარებას, ალერგენებს, ჭუჭყიან გარემოს.

საქართველოში კართაგენერის სინდრომის ეპიდემიოლოგიური და მკურნალობითი სტატისტიკის მოპოვება ვერ შევძელი. საზღვარგარეთ აღნიშნულ სინდრომს კომპლექსურად და ეფექტურად მკურნალობენ ისრაელში და გერმანიაში, აგრეთვე აშშ–ში, სადაც როჩესტერში, მეიოს კლინიკაში შექმნილია კართაგენერის სინდრომის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრი.

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ

გადასვლა >>>>მედიცინა Facebook-ზე

კარდიოლოგიური ბიბლიოთეკა - მთავარი გვერდი

 დავით მალიძის პოსტები  

ექიმებისთვის:

პაციენტებისთვის

კარდიოლოგიური სურათები და სქემები

კითხვა–პასუხები

კარდიოლოგიური ტელე/ვიდეო გადაცემები

მზადდება

    • დაბუჟება
    • ხარის გული ,ლუდის გული
    • სპორტსმენის გული
    • გულის შუილი

Login icon