ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები - გულის დამხმარე შაქრიანი დიაბეტის წამლები, თუ შაქრიანი დიაბეტის დამხმარე კარდიოლოგიური წამლები.
DAPA-HF კვლევამ, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროპის კარდიოლოგთა 2019 წლის კონგრესზე, აჩვენა კარდიოვასკულური სიკვდილობის 18 % იანი შემცირება პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ განდევნის ფრაქცია 40 % ან მასზე ნაკლები. აქამდე შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები აქვეითებდნენ მხოლოდ გლუკოზის შემცველობას პლაზმაში და არ იწვევდნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის გაუმჯობესებას და სიკვდილობის შემცირებას. ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად გლიტაზონები აუარესებდნენ კიდეც ამ მონაცემებს). ახალი SGLT2 ინჰიბიტორების შესახებ ჩვენ ინტერვიუ ავიღეთ პროფესორ - დავით მალიძესთან.
- All that we see or seem Is but a dream within a dream- . და რასაც ვხედავთ, ცხადში თუ ხილვად, განა არ არის სიზმარი სიზმრად. ედგარ ალან პო-
დღეს ერთმა ჩემმა ნიჭიერმა ფეისბუკ მეგობარმა, მის მიერ შესანიშნავად ნათარგმნი ედგარ ალან პოს ლექსი დადო პოსტად, და უცებ საიდანღაც, დიდი ხნის წინ დავიწყებული მოგონება ამომიტივტიდა...
თეზისი:ტრადიციული, მარჯვენა პარკუჭის პეისინგი (RVP) დაკავშირებულია მიოკარდიუმის ისეთ გვერდით ცვლილებებთან, როგორიცაა პარკუჭოვანი დისფუნქცია, მიტრალური სარქვლის ფუნქციონალური უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის დილატაცია, და გარდა ამისა წინაგულოვანი და პარკუჭოვანი არითმიები.
ჰისის კონის პეისინგი (HBP) პრაქტიკაში დამკვიდრდა, როგორც მარჯვენა პარკუჭის პეისინგის მყარი და საიმედო ალტერნატივა. HBP მედიცინაში არსებობს 1970 წლიდან, მაგრამ მისი გამოყენება არ ხდებოდა, თვით 2000 წელს ადამიანებზე ჩატარებული კვლევების შემდეგაც კი. თუმცა ბოლო წლებში ამ მეთოდისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ ის წარმოადგენს პერსპექტიულ და დიდი იმედის მომცემ მეთოდს პარკუჭების სინქრონული პეისინგის მისაღწევად. ფართო კვლევებმა აჩვენა რომ HBP არის გამოყენებადი, უსაფრთხო და ტრადიციულ მარჯვენა პარკუჭის პეისინგთან შედარებით, უკეთესი გამოსავლების მქონე მეთოდი. ის აგრეთვე ჩამოყალიბდა ბივენტრიკულური პეისინგის ალტერნატიულ მეთოდად გულის რესინქრონიზაციურ თერაპიაში (CRT). დღესდღეობით შესაძლებელია მიოკარდიუმის კუმშვადობის დისფუნქციის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირება კარდიო სტიმულაციის ჩატარების წინ და თანამედროვე კვლევებიდან გამომდინარე ჰისის კონის პეისინგის ჩაყენება ,მარჯვენა პარკუჭის პეისინგის მაგივრად. ან იმ პაციენტებში სადაც ჩაყენებული იყო მარჯვენა პარკუჭის პეისინგი, რომელმაც გამოიწვია გულის ჰემოდინამიკური მდგომარეობის გაუარესება - მისი შეცვლა ჰისის კონის პეისინგით, ჰემოდინამიკის გამოსწორების მიზნით. აღსანიშნავია რომ აღნიშნული მეთოდიკის პრაქტიკაში წარმატებით გამოყენებას საქართველოში უკვე ჰქონდა ადგილი 2018 წელს დოქტორ გიორგი პაპიაშვილისმიერ. ამ სტატიაში თანამედროვე ლიტერატურაზე დაყრდნობით მოწოდებულია ამ მეთოდის ისტორიის, მიზანშეწონილობის, უსაფრთხოების, ტექნიკის, ეფექტურობის, უპირატესობების, გართულებების და პრობლემების ზოგადი შეფასება ასევე განხილულია HBP- ს მომავალი პერსპექტივები, რაც სასარგებლო და საინტერესო იქნება პრაქტიკოსი კარდიოლოგებისთვის, თერაპევტების და აგრეთვე სტუდენტებისთვის.
დავით მალიძე
ევროპის უნივერსიტეტის სრული პროფესორი,“ ჩვენი კლინიკის", “ ნიუმედის“ და "გრინ მედის“ კარდიოლოგი
კონტაქტი: მობ: 599429203, ელქტრული ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. : სკაიპი : vitiges63